The Free Site   |  vBuddy - make friends, share photos, blogs, have fun   |  Cheap Web Hosting - starting at $5

 

 

  მიმდინარე მოვლენები

 

სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის გამოსვლა საქართველოს კათოლიკური ეკლესიის სინოდზე(16/11/2006 "24 საათი")

"რისთვის მოდიხარ აქ?" ანუ ისევ ივლიტას ეკლესიის შესახებ(01/11/2006 www.samkhretis-karibche.ge)

ივლიტას ეკლესიასაზე დავა უკვე დიდი ხანია გრძელდება. აქამდე სიტუაცია მეტ-ნაკლებად გასაგები იყო. ტაძარი კათოლიკებს ეკუთვნოდათ და ამ ფაქტს სერიოზულად თითქოსდა არც არავინ უარყოფდა. იველაშვილის წიგნის შემდეგ კი სიტუაცია იცვლება. ჩვენ არ გვინდა ეხლა ამ საკითხის ისტორიულ და სამართლებრივ ასპექტებს შევეხოთ. ჩვენ გვინდა მხოლოდ ერთი ციტატა მოვიყვანოთ სტატიიდან, რომელიც საგულისხმო გვეჩვენა და ყოფილი კათოლიკური ტაძრებისადმი შექმნილი ზოგადი სიტუაციისთვის ნიშანდობლივია. სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი ციტატა მთელ სტატიაში, რომლის ავტორი არ არის დასახელებული: "მე მინდა გავხაზო ამ წიგნში ანტისახელმწიფოებრივი მონაკვეთები, თითქოს კათოლიკური ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკის ნიშნებს ატარებს." აქ ლაპარაკია პაპუაშვილი/ბრაგანტინის წიგნზე, რომელიც პასუხია იველაშვილის ნარკვევზე. თვითონ ხომ არ უნდა ამ ციტატის ავტორს, პოლიტიკური სარჩული დაუდოს კათოლიკეთა მოთხოვნას, რომ საკუთარი ეკლესია დაუბრუნონ, ანუ იმას, რასაც პოლიტიკასთან საერთოდ არ უნდა ჰქონდეს კავშირი?! მოკლედ, პირდაპირ ეთქვა, სჯობდა: ეჰ, რა კარგი იქნებოდა არა, რომ არ ითხოვდნენ ეს კათოლიკები არაფერს, არც არავინ არაფერზე არ იდავებდა, და ერთ დღესაც ალბათ იმასაც ჩამოართმევდნენ, რასაც ჯერჯერობით თავიანთად სთვლიან...

 

ვინ და რატომ არის შეურაცხყოფილი (30/09/2006 "საქართველოს რესპუბლიკა")

რა არის უკანონო: მშენებლობა თუ ასირიელი ქრისტიანების კათოლიკობა? (21/09/2006 "საქართველოს რესპუბლიკა")

პაპი, ისლამი და ჩვენ: რაც კარგები ვართ... (21/09/2006 "საქართველოს რესპუბლიკა")

პირველი კითხვა რომელიც ამ ინტერვიუს კითხვისას იბადება, მარტივია: წაკითხული აქვს თუ არა ამ ადამიანს ის ტექსტი, რომლის საფუძველზეც მას ასეთი ზოგად საკაცობრიო დასკვნები გამოაქვს. არა, ბოდიში, არა დასკვნები, არამედ შენიშვნები, რომელთა მიზანზე ჩვენ მხოლოდ მაშინ მივცემთ თავს უფლებას ვიმსჯელოთ, როცა გავარკვევთ, წაიკითხა მან თუ არა ის, რაზეც მსჯელობს.

ვინც აქ ფართო ტექსტუალურ გამოკვლევას და დისკუსიას ელის, მოტყუვდება. სამწუხაროდ ინტერვიუს პირველი განცხადება ააშკარავებს საქმის ნამდვილ ვითარებას და ჩვენს ეჭვს ამართლებს. თავად უსმინეთ: "მართლმადიდებელი მოძღვრები არასდროს აკეთებენ რადიკალურ განცხადებებს, რომლებიც შეიძლება დაპირისპირების მიზეზად იქცნენ კულტურებისა და ერებს, რელიგიებს შორის." მოკლედ, მართლმადიდებელი მოძღვრები არ აკეთებენო და აი პაპმა კი გააკეთაო! ბედის ირონია არ გინდა: ის სიტყვები, რომლების პაპმა სთქვა, რასაც ამ ინტერვიუს სუბიექტი "რელიგიათა დამაპირისპირებელ რადიკალურ განცხადებას" არქმევს, თავისი მართმლმადიდებლობით განთქმული მანუელ II პალეოლოგს ეკუთვნის. თუ ვინმეს კიდევ კითხვა გაუჩნდება, კეისარი ხომ არ არის მოძღვარიო, შევახსენებთ, რომ ბიზანტიურ ტრადიციაში კეისარი, როგორც ღვთის ნაცვალი დედამიწაზე, სწორედ მოძღვრებზე ზევით იდგა. ერთი სიტყვით, შეუძლებელია პაპის ლექციის ტექსტს იცნობდე და ასეთი რამე სთქვა. უფრო სწორედ, შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი ამის მთქმელს განძრახ უნდა მკითხველის შეცდომაში შეყვანა. ამიტომ მეტს აღარ გავაგრძელებთ ამ ინტერვიუს მარგალიტების გარჩევას. გონიერი მკითხველი თვითონ მიხვდება, თუ რა არის ამ ინტერვიუს მიზანი. თუმცა იმ ყველაფრის თქმა, რაც იქ ითქვა, ალბათ მოკლედაც შეიძლებოდა. მაგალითად ასე: 
- მართალია არ წამიკითხავს, მაგრამ მასმედიით ხომ გავიგე, ესეა ბატონო, თქვენ სულ ბრძოლობთ და სულ ავს ეძებთ, ჩვენ კი, რაც კარგები ვართ, ჩვენა ვართ...
ვართ, ჩვენა ვართ...

 

ტაძრის მშენებლობა (?) და პროტესტი ?! (19/09/2006 "რეზონანსი")

2006 წლის ანგარიში "აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოში" (15/09/2006)

ვალტერ კარდინალ კასპერის შეხვედრიდან კათოლიკურ სამწყსოსთან (03/2006 "საბა")

ვალტერ კარდინალ კასპერი თბილისში (02/02/2006 "რეზონანსი")

აღმსარებლობის თავისუფლებისა და უფლებების შესახებ ( I ) (23/01/2006 "24 საათი")

აღმსარებლობის თავისუფლებისა და უფლებების შესახებ ( II ) (18/01/2006 "რადიო თავისუფლება")

2005 წლის ანგარიში "აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოში" (08/11/2005)

"ვაშენებთ მომავალს" შეაჩერეს (31/08/2005)

კომენტარი: დავიწყოთ იქიდან, რომ ამერიკული კათოლიკური დახმარების სამსახური CRS მისიონერულ და ევანგელისაციურ (პროსელიტურს რომ ეძახიან) საქმიანობას საერთოდ არ ეწევა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადახედონ მათ ვებ-გვერდს (www.crs.org) და გაეცნონ ამ საზოგადოების საქმიანობას, რომელიც სოციალური და სამოქალაქო აღმზრდელობით გამოიხატება. ხოლო ვისაც ხილული ინფორმაციის მაგივრად შეთქმულებების სჯერა, მოგეხსენებათ არაფერი დაარწმუნებს . 
რაოდენ სასაცილოა მასმედიიდან გავრცელებული ეჭვის გამოთქმა, მაშინ გახდებოდა ცხადი, ვინმე ახალგაზრდისთვის რომ ეკითხათ, რომელიც ამ პროგრამაში მონაწილეობდა. ანდა იმ არა ერთი ქართული ორგანიზაციისთის ეკითხათ, რომლებიც 2000 წლიდან დაწყებული CRS-ის სოციალურ თუ საქველმოქმედო გრანტებს იღებდნენ (ეხლა რა თქმა უნდა, ყველა გაჩუმდა). თუ საქართველოს კარიტასის მიერ ახალგაზრდული კომპიუტერული ცენტრი გახსნა თბილისში, ინვალიდთა პრაქტიკული განათლების ცენტრი გორში ანდა ობოლთა სახლის სრული განახლება თელავში რელიგიური გადაბირებისთვის ხდებოდა? გვაჩვენეთ მაშინ ბატონებო ერთი გადაბირებული მაინც? სხვა რამ ხომ არ არის ამ ხელოვნური აყალმაყალის მიზეზი?! კარდინალ მაკკარიკს შეიძლება გაუკვირდა კიდეც ბრალდება, მაგრამ რეაქციამ არ დააყოვნა: CRS საქართველოდან წავიდა და ამით მას არც არაფერი დააკლდა. დარჩა ბავშვების სოციალური და სამოქალაქო აღზრდაში ჩაფიქრებული პროექტები შეუსრულებელი, ხოლო მასმედიას მინდობილი ხალხი გაბრაზებული, თურმე როგორ აპირებდნენ ავი კათოლიკები ბავშვების ჩათრევას... პასუხი იმაზე, თუ ვის აწყობდა ეს ყველაფერი, თქვენთვის მოგვინდვია, ჩვენ კი ერთი რამეღა დაგვრჩენია სათქმელი: ვაი ამ ახალ საქართველოს, ბატონებო, ვაი შენებას!

 

"წაგართმევ, პასუხს არ ვაგებ!" ტაძრის შეხაბ ახალციხე-ივლიტაში (01/07/2004 "www.liberty.ge");